logo
ENG



რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს - არის მსხვერპლი

18 ივლ 202310:12
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/18/dcwko8gd2x7pn7c.jpg

დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს განცხადებით, რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა.

"გუშინ, დღის განმავლობაში, რუსმა ჯარისკაცებმა დონეცკის ოლქის 3 მცხოვრები მოკლეს. ამასთან, დაშავებულია 4 ადამიანი", - თქვა დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

კირილენკოს თქმით, 18 ივლისის მდგომარეობით, დონეცკის ოლქში სულ მცირე 1616 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 3855 კი დაშავდა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა