logo
ENG



რუსულმა ძალებმა ვუჰლედარი დაბომბეს - არის მსხვერპლი

18 ივნ 202311:55
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/18/cqpyyej4jdm2og1.jpg

დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს განცხადებით, რუსულმა ძალებმა ვუჰლედარი დაბომბეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა.

"დაზუსტებულია, რომ დაბომბვის შედეგად დაღუპულები ნოვოუკრაინკასა და ბოგოიავლენკაში იმყოფებოდნენ.გორლოვსკის მიმართულებით, კონსტანტინოვკაში 2 ადამიანი დაშავდა. მათ შორის 1 ბავშვია.

ქალაქში, დღის განმავლობაში 11 კერძო სახლი და გაზსადენი დაზიანდა. სულ რაღაც ერთ დღეში რუსებმა დონეცკის ოლქის 2 მცხოვრები მოკლეს, 3 ადამიანი კი დაშავდა", - თქვა დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

კირილენკოს თქმით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დონეცკის ოლქის 1560 მცხოვრები დაიღუპა, მათ შორის 148 ბავშვია.


close დახურვა