logo
ENG



რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დირექტორი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

03 ოქტ 202221:18
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/03/zifh575feusv7e8.png

რუსეთებმა მათ მიერ ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გენერალური დირექტორი, იგორ მურაშოვი გაათავისუფლეს.

ინფორმაციას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელი რაფაელ გროსი ავრცელებს.

"მივესალმები უკრაინის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გენერალური დირექტორის იგორ მურაშოვის გათავისუფლებას. მე მივიღე დადასტურება, რომ ბატონი მურაშოვი უსაფრთხოდ დაბრუნდა საკუთარ ოჯახში"- წერს ის Twitter-ზე.

რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დირექტორი, იგორ მურაშოვი 30 სექტემბერს დააკავეს.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური 4 მარტიდან რუსული ძალების კონტროლის ქვეშაა. ამ დროიდან მოყოლებული, ელექტროსადგურის უკრაინელ ინჟინრებს რუსების ზედამხედველობის ქვეშ უწევთ მუშაობა.


close დახურვა