logo
ENG



რუსულმა ძალებმა კონსტანტინოვკა დაბომბეს - არის მსხვერპლი

28 იან 202314:42
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/28/o7wx5mlqt8kjexd.jpg

დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს განცხადებით, რუსულმა ძალებმა კონსტანტინოვკა დაბომბეს, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა.

"კონსტანტინოვკაზე რუსი ოკუპანტების მიერ დღეს დილით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 2 კი დაშავდა. რუსებმა საცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი გაუხსნეს, დაზიანდა 4 მაღალსართულიანი კორპუსი, სასტუმრო, ავტოფარეხები და მანქანები.

ადგილზე მაშველები და სამართალდამცავები მუშაობენ. ბოროტება აუცილებლად დაისჯება", - თქვა დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა