logo
ENG



რუსულმა ძალებმა ნიკოლაევი დაბომბეს, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა

17 ივნ 202213:38
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/17/a3em74vv5kn7a67.jpg

ნიკოლაევის ოლქის გუბერნატორის, ვიტალი კიმის ცნობით, რუსულმა სამხედრო ძალებმა უკრაინაში, ნიკოლაევის ოლქი დაბომბეს.

სარაკეტო თავდასხმის შედეგად ნიკოლაევში 4 მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი და ინფრასტრუქტურული ობიექტი დაზიანდა. რუსული ძალების სარაკეტო იერიშს 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 6 კი დაშავდა, რომელთა შორისაც 1 ბავშვია.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა