logo
ENG



რუსულმა ძალებმა ქალაქ ენერგოდარის მერის მოადგილე გაიტაცეს

20 მარ 202217:15
3 წუთის საკითხავი
 

ქალაქ ენერგოდარის მერი დმიტრო ორლოვი აცხადებს, რომ რუსულმა ძალებმა მერის მოადგილე, ივან სამოიდიუკი გაიტაცეს.

“მერის პირველი მოადგილე ივან სამოიდიუკი გაიტაცეს. ჩვენ არ ვიცით, როგორია მისი მდგომარეობა. გუშინდელი დღის მერე კავშირი არ გვქონია. დღეს კი მივიღეთ დადასტურებული ინფორმაცია, რომ ის ცინიკურად მოიტაცეს.

ოკუპანტები ასევე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენენ ენერგოდარის მოსახლეობაზე.“ - აცხადებს ქალაქის მერი.

მან მოქალაქეებსა და ოფიციალურ პირებს სიფრთხილისკენ მოუწოდა

 „არ უპასუხოთ უცხო ზარებს, არავის მოუყვეთ თქვენს რეალურ ლოკაციაზე“ - აცხადებს ქალაქის მერი.

ორლოვმა მოქალაქეებს ერთობისკენ მოუწოდა და დღეს მერიის შენობასთან მისვლა და უკრაინის მოქალაქეების გატაცების გაპროტესტება სთხოვა.


close დახურვა