logo
ENG



რუსულმა ძალებმა ღამით მიკოლაივს S-300 რაკეტები ესროლეს

04 ნოე 202213:41
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/04/qxlarzyksyllhyb.jpg

მიკოლაივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმის განცხადებით, რუსულმა ძალებმა ღამით მიკოლაივს S-300 რაკეტები ესროლეს.

"3 ნოემბრის ღამეს, დაახლოებით 23:30 საათზე, მტერმა მიკოლაივის ერთ-ერთ უბანს S-300 რაკეტები ესროლა, შედეგად განადგურდა საწყობი, ადმინისტრაციული შენობა და დაზიანდა რამდენიმე ავტომობილი. ასევე, სარაკეტო დარტყმის გამო, ხანძარი გაჩნდა სხვა საწყობში, რომლის ლიკვიდაციაც უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურმა მოახდინა," - თქვა მიკოლაივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

კიმი ამბობს, რომ 3 ნოემბერს მტერმა ესროლა მიკოლაივის რეგიონის პერვომაისკეს თემის დასახლებას, ბაშტანის რეგიონში. მისი თქმით, ასევე 3 ნოემბერს, დაახლოებით 14:30 საათზე და 4 ნოემბერს 04:45 საათზე დაბომბეს შიროკოვსკაიას თემის დასახლება.

1 ნოემბერს, რუსეთი კვლავ დაესხა თავს მიკოლაივს. რუსულმა ძალებმა S-300 კომპლექსიდან ქალაქში რაკეტები გაუშვეს. რუსული დაბომბვის შედეგად განადგურდა საცხოვრებელი კორპუსები, ხანძარი კი 5 სართულიან შენობაში გაჩნდა. თავდასხმას მოხუცი ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.


close დახურვა