logo
ENG



რუსულმა ძალებმა ჩერნიჰივი დაბომბეს - არის მსხვერპლი

14 ივნ 202320:45
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/14/du5hr5c4u8c9mf4.jpg

ჩერნიჰივის რაიონული პოლიციის ცნობით, რუსულმა ძალებმა ჩერნიჰივი დაბომბეს, რასაც მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.

უკრაინის ცნობით, ადგილობრივი მცხოვრები, 55 წლის ქალი გარდაიცვალა. მთლიანობაში, დღის დასაწყისიდან ოკუპანტებმა სულ მცირე სამჯერ გაისროლეს ჩერნიჰივის რეგიონის სასაზღვრო ტერიტორიაზე.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 217 330 ჯარისკაცი დაკარგა. ამასთან, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.


close დახურვა