logo
ENG



რუსულმა ძალებმა ხარკივზე სარაკეტო იერიში მიიტანეს

14 იან 202310:49
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/14/9hbg2w6ziuv2o1l.jpg

ხარკივის მერის, იგორ ტერეხოვისა და ხარკივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, რუსულმა ძალებმა ხარკივზე სარაკეტო იერიში მიიტანეს.

სინეგუბოვი ამბობს, რომ დაბომბვა ახლაც მიმდინარეობს. ამასთან, ხარკივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ხალხს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, საჰაერო განგაში ტერიტორიაზე 08:12 საათამდე მოქმედებდა.

ხარკივის მერის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ხარკივს S-300 რაკეტებით შეუტიეს. ტერეხოვის თქმით, რუსული ძალების სამიზნე კრიტიკული ინფრასტრუქტურა იყო.

"ინფორმაცია დაზიანებული ინფრასტრუქტურისა და მსხვერპლის შესახებ ზუსტდება", - განაცხადა ხარკივის მერმა.  


close დახურვა