logo
ENG



რუსულმა ძალებმა ხარკივი დაბომბეს - დაიღუპა 2 ადამიანი, დაიჭრა 19

21 ივლ 202212:54
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/21/ryrok36rek9tt6p.jpg
Олег Синєгубов

ხარკივის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა, რომ 21 ივლისს დილით ოკუპანტები ქალაქი დაბომბეს, დაჭრილია 19, ხოლო დაღუპულია 2 ადამიანი. 

"რუსული "ურაგანების"  მიერ ხარკივის ერთ-ერთი უბნის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 19, მათ შორის 1 ბავშვი. სამწუხაროდ, მძიმე მდგომარეობაშია 4 ადამიანი, 2 გარდაიცვალა."- განაცხადა სინეგუბოვმა.

ამერიკის ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, სავარაუდოდ, ქალაქ ხარკივისა და რეგიონის თავისუფალი ტერიტორიების დაკავების ბრძანება გასცა.

ანალიტიკოსების ცნობით, 26 ივნისიდან რუსული ძალები ცდილობენ ხარკივის ჩრდილოეთით არსებული სოფლის, დემენტიევკას დაკავებას, რომელსაც რუსეთის ფედერაციისთვის უკრაინის შეტევისგან თავდაცვისთვის გარკვეული მნიშვნელობა აქვს.

გარდა ამისა, უკრაინის სამხედრო დაზვერვამ გაასაჯაროვა დიალოგის ნაწილი, რომელშიც რუსი ჯარისკაცი ჩივის, რომ მისი მეთაური ადამიანური და მატერიალური დანაკარგების მიმართ გულგრილია, ვინაიდან მას ხარკივამდე მიღწევა სურს.


close დახურვა