logo
ENG



რუსულმა ძალებმა ხარკივის ოლქი დაბომბეს - არის მსხვერპლი

27 მაი 202319:35
3 წუთის საკითხავი
clock 449
2023/05/27/9kcyeqchbpgxazb.jpg

ხარკივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, რუსულმა ძალებმა ხარკივის ოლქი დაბომბეს, რასაც მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.

"მტერი ხარკივის ოლქის მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმას აგრძელებს. სამწუხაროდ, მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. დღეს, დაბომბვის შედეგად კუპიანსკის რეგიონში 61 წლის ქალი დაიღუპა.

გარდა ამისა, 60 წლის კაცმა ჭრილობები მიიღო და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ახლა ექიმები დაშავებულებს ეხმარებიან", - თქვა ხარკივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა