ხარკივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რუსულმა ძალებმა ხარკივის ოლქში კუპიანსკის რაიონი დაბომბეს, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაშავდა.
"[კუპიანსკის რაიონში] სოფელ პეშანოეს დაბომბვის შედეგად 12 წლის ბიჭი დაშავდა. ასევე დაშავებულია 2 ქალი - 31 და 48 წლის. ექიმების ინფორმაციით, დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია.
ამასთან, სოფელ დვურეჩნაიას დაბომბვის შედეგად 60 წლის კაცი დაიჭრა. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი", - აცხადებს ხარკივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაცია.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.