რუსულმა ძალებმა ხერსონი დაბომბეს. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 3 და დაშავებულია 6 ადამიანი.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაბომბვის შედეგად დაზიანებულია ხერსონის რეგიონული კლინიკური საავადმყოფო, სკოლა, ავტოსადგური, ფოსტა, ბანკი და საცხოვრებელი კორპუსები.
თავდასხის შედეგად დაშავებულებს შორის ერთ-ერთი მედდაა, რომელიც დაბომბვის დროს საავადმყოფოში იმყოფებოდა.