logo
ENG



რუსულმა ძალებმა ხერსონი დაბომბეს - არის მსხვერპლი

23 დეკ 202216:01
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/23/xsgqcztua6a88s8.jpg

ხერსონის საოლქო პროკურატურის განცხადებით, რუსულმა ძალებმა ხერსონი დაბომბეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა.

"23 დეკემბერს დილით, რუსი სამხედროების მიერ ქალაქ ხერსონის მორიგი დაბომბვის შედეგად, ორი ადგილობრივი მცხოვრები დაიღუპა", - განაცხადა ხერსონის საოლქო პროკურატურამ.

წინასწარი მონაცემებით, მტერმა ქალაქზე რამდენიმე სარაკეტო დარტყმა განახორციელა. რუსი ოკუპანტების მხრიდან დაბომბვის შედეგად, საცხოვრებელი კორპუსები და კრიტიკული ინფრასტრუქტურა დაზიანდა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა