ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლექსანდრ პროკუდინის განცხადებით, რუსულმა ძალებმა ხერსონი დაბომბეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა.
"ხერსონის ოლქში დაბომბვის შედეგად 2 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 10-ზე მეტი კი დაშავდა", - ამბობს ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
პროკუდინის თქმით, რუსული ძალების მხრიდან სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, სამედიცინო, საგანმანათლებლო დაწესებულებები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურული ობიექტები.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.