ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ პროკუდინის განცხადებით, რუსულმა ძალებმა ხერსონის ოლქის დაბომბეს, რის შედეგადაც სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა.
"ხერსონში უკვე 20-მდე აფეთქება მოხდა. დარჩით თავშესაფრებში ან უსაფრთხო ადგილებში", - თქვა ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
უკრაინული მედიის ცნობით, რუსებმა ხერსონის ცენტრი დაბომბეს. ამასთან, აფეთქება მოხდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებასთან, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებოდნენ. სროლის შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.