ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლექსანდრ პროკუდინის განცხადებით, რუსულმა ძალებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა.
"რუსმა ოკუპანტებმა გუშინ ღამით ხერსონის რეგიონი დაბომბეს. თავდასხმის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 3 ადამიანი კი დაშავდა, მათ შორის 1 ბავშვია. ბოლო ერთი დღის განმავლობაში, ოკუპანტებმა გაანხორციელეს 39 თავდასხმა, გაისროლეს 163 ჭურვი მძიმე არტილერიიდან და თვითმფრინავებიდან", - თქვა პროკუდინმა.
ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, რუსი სამხედროები შევიდნენ რეგიონის დასახლებების საცხოვრებელ ადგილებში და ხერსონის ცენტრში სახელმწიფო დაწესებულების შენობაში.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.