logo
ENG



რუსულმა ძალებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს - არის მსხვერპლი

02 მაი 202316:36
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/02/x95g8m30xv3w4kl.jpg

ხერსონის საოლქო პროკურატურის პრესსმსახურის ცნობით, რუსულმა ძალებმა ხერსონის რეგიონი დაბომბეს, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა, 7 კი დაშავდა.

"რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქზე საჰაერო დარტყმები განახორციელეს. 1 ადამიანი დაიღუპა, 7 კი დაშავდა. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები, მათ შორის საცხოვრებელი კორპუსები", - ნათქვამია განცხადებაში.

ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, დაღუპული 28 წლის კაცია. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი და ექიმები მათ საჭირო სამედიცინო დახმარებას უწევენ.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა