ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რუსულმა ძალებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა.
"რუსულმა ავიაციამ კიდევ ერთხელ შეუტია კაზაცკოეს. მტერმა ორი მართვადი ბომბი ესროლა მშვიდობიან მოსახლეობას.
კაზაცკოეს დაბომბვის შედეგად, 1 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. დაშავდა 3 ადამიანი, 35 წლის ქალი, 88 წლის კაცი და 17 წლის ბიჭი. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს", - ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.