ხმელნიცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გამალის განცხადებით, გუშინ ღამით რუსულმა ძალებმა ხმელნიცკი დაბომბეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა.
"ღამით რაშისტებმა კიდევ ერთხელ შეუტიეს ხმელნიკცის რეგიონს. ქალაქ ხმელნიცკიზე 3 დარტყმა განხორციელდა. წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია 2 მაშველი, დაშავებულია 4 ადამიანი", - თქვა ხმელნიცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
ხმელნიცკის მერის, ალექსანდრ სიმჩიშინის თქმით, დაბომბვას საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის 2 მაშველი ემსხვერპლა.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.