logo
ENG



რუხის საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ჯგუფმა 3 მცირეწლოვანი გადაიყვანა

08 მაი 202010:20
3 წუთის საკითხავი
 

სოფელ რუხის საავადმყოფოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა 3 მცირეწლოვანი გადაიყვანა.

სამივე მათგანს ცხელება და ღებინება აღენიშნება. მედიკოსების განცხადებით, მათ კოვიდ-19-ით ინფიცირებულთან კონტაქტი არ ჰქონიათ და არც საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია აქვთ.

ამ დროისთვის სოფელ რუხის კლინიკაში სულ 7 პაციენტი მკურნალობს, მათგან ერთი კოვიდინფიცირებულია. მისი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურად დამაკმაყოფილებელია. 


close დახურვა