სახელმწიფო რწმუნებულ კახეთში, ირაკლი შიოშვილი სეტყვისგან დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა, თუმცა განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტი მათ დახმარებას ვერ შეძლებს.
ირაკლი შიოშვილი აცხადებს, რომ კანონით, ფერმერმა საკუთარი მოსავალი თავად უნდა დააზღვიოს.
"მუნიციპალიტეტი ამას ვერ დაეხმარება, გამორიცხულია. უარს კი არ ვეუბნებით, ეს არის წესი და კანონი, ფერმერმა უნდა დააზღვიოს. თუ სხვამ დააზღვია მარტის თვეში, ამ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დაეზღვია სხვადასხვა ფერმერსაც? სახელმწიფოს ერთადერთი რაც აქვს გაკეთებული, ეს არის აგროდაზღვევა, რომელიც თავისი კომპონენტით შედის და ფერმერს უადვილებს საქმეს", - განაცხადა ირაკლი შიოშვილმა.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლები სეტყვამ დააზარალა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ წუხანდელმა სტიქიამ თითქმის მთლიანად გაანადგურა ბაღები და ვენახები.
ამასთან დაკავშირებით, ადგილობრივმა მოსახლეობამ აქცია გამართა და ადგილობრივი ხელისახელმწიფო რწმუნებულის თქმით, მუნიციპალიტეტი სეტყვისგან დაზარალებულ მოსახლეობას ვერ დაეხმარებასუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვდნენ.