logo
ENG



სააგენტო: დღის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა

09 ივნ 202418:03
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/09/h6bboz2bcljp190.jpeg

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს, 9 ივნისს დღის მეორე ნახევრიდან და 10-ივნისს საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

მათი ინფორმაციით, მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).


close დახურვა