logo
ENG



სააგენტო: იმედის კლინიკაში 2 მცირეწლოვანს ოპერაცია სამინისტროს ნებართვის გარეშე ჩაუტარდა

04 ოქტ 202316:12
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/04/dtvqmimnxg4ir84.jpeg

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს განცხადებით, იმედის კლინიკაში უკანონო სამედიცინო საქმიანობის ფაქტები გამოავლინეს. კერძოდ, სააგენტოში ამბობენ, რომ იმედის კლინიკაში 2 მცირეწლოვან პაციენტს ქირურგიული ოპერაცია სამინისტროს შესაბამისი ნებართვის გარეშე ჩაუტარდა.

რეგულირების სააგენტოში აცხადებენ, რომ იმედის კლინიკას ქირურგიული და რეანიმაციული მომსახურების მიწოდების ნებართვა სააგენტომ დაწესებულებაში არსებული დარღვევა-ნაკლოვანების გამო 13 სექტემბერს შეუჩერა.

"მიუხედავად ამისა, დაწესებულებაში არსებული დარღვევა- ნაკლოვანების გამო 13 სექტემბერს შეუჩერა", - აცხადებენ სააგენტოში.

უკანონო სამედიცინო საქმიანობის გამო იმედის კლინიკა 20 000 ლარით დაჯარიმდა.


close დახურვა