logo
ENG



სააგენტო: სპეციალისტების რეკომენდაციაა, რომ მონასტერთან ხევში გადაადგილება შეიზღუდოს

28 აგვ 202315:53
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/28/jsjft6pzlwgtitg.png

გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, სპეციალისტების რეკომენდაციით, საჭიროა შიომღვიმის მონასტრის ტერიტორიაზე არსებული ხევის მიმდებარედ ვიზიტორებისა და მომლოცველებისთვის გადაადგილება შეიზღუდოს. ამ ტერიტორიაზე გუშინ, 27 აგვისტოს კლდის ნაწილი ჩამოიშალა

სააგენტოს ცნობით, გეოლოგების მიერ კლდის მასის ჩამოშლის პროცესების შესწავლა გრძელდება.

"აღსანიშნავია, რომ სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ ადგილი ჰქონდა შედარებით დიდი მოცულობის გრუნტის მასის ჩამოშლას, თუმცა ჩამოშლილ მასას უშუალოდ მონასტრის ტერიტორიამდე არ ჩამოუღწევია.

გეოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ ადგილზე გაცემული რეკომენდაციით, მნიშვნელოვანია პირველ ეტაპზე განხორციელდეს ხევის კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოები, რათა აღნიშნული კალაპოტმა დაუბრკოლებლად გაატაროს მოსალოდნელი შემდგომი ნაკადი", - თქვა გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ოთარ ქურციკიძემ, რომელიც გეოლოგების ჯგუფთან ერთად ადგილზე იმყოფებოდა.

უწყების ცნობით, ამ ეტაპზე სპეციალისტების მიერ მზადდება დასკვნა, რომელიც დასრულებისთანავე გადაეგზავნება შესაბამის უწყებებს.


close დახურვა