logo
ENG



საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე, შესაძლოა, მოძრაობა შეიზღუდოს

31 დეკ 202120:40
3 წუთის საკითხავი
 
2021/12/31/t5e9b3acgp9ufqv.jpg

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2-4 იანვარს საავტომობილო გზებზე ლიპყინულია მოსალოდნელი.

მათივე ცნობით, აღნიშნულის გამო, შესაძლოა, ცალკეულ მონაკვეთებზე მოძრაობა შეიზღუდოს. უწყებაში ამბობენ, რომ მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროებაა, ხოლო ზღვაზე 3-4 ბალიან შტორმს ვარაუდობენ.

"2-4 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ძლიერი ქარი. მთაში ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება. საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე, შესაძლოა, შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა", - წერია ინფორმაციაში.  


close დახურვა