"არ ვაღიარებ პროკურატურას და ქართულ მართლმსაჯულებას, აქ არ ვარ იმისთვის, რომ წინასწარ დაწერილი კომედიის ნაწილი ვიყო", - ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კომენტარს სასამართლო სხდომიდან პირველი არხი ავრცელებს. დარბაზში პროცესის გაშუქების საშუალება მედიას, პირველი არხის გარდა, არ მიეცა.
ადვოკატმა ბექა ბასილაიამ მოსამართლეებს შუამდგომლობით მიმართა, პროცესის გაშუქების შესაძლებლობა ყველა ტელევიზიას მიეცეს, თუმცა ჯერჯერობით ის არ დაკმაყოფილებულა.
დღევანდელ სხდომაზე 7 ნოემბრის საქმეს სასამართლო კოლეგია განიხილავს, სამი მოსამართლის შემადგენლობით.
პირველი არხის ცნობითვე, პროცესის დაწყებისას დამსწრეებმა საქართველოს ჰიმნი ჩართეს, რასაც მოსამართლეების მხრიდან შენიშვნა მოჰყვა.