logo
ENG



სააკაშვილი: ახლა ერთმანეთის მიმართ კრიჭაში ჩადგომის დრო არ არის

13 მარ 202019:19
3 წუთის საკითხავი
 
ixmgwt9ex9kvqvt.jpg

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში კორონავირუსის გამო შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

სააკაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მედ პერსონალის დავალაინება სასწრაფოდ იქნას გასტუმრებული, მისივე განცხადებით, დაავადებასთან საბრძოლველად საჭიროა ახალი ლოკაციების მოძებნა და სამედიცინო პერსონალის დატრენინგება.

”ჩვენ გვაქვს საკმაოდ განვითარებული ჰოსპიტალური ინფრასტრუქტურა, რომელიც მე დავტოვე და რიჩარდ ლუგარის ცენტრი, რომელიც ჩემმა მეგობარმა ააშენა, რომელიც საქართველოს ქმნის უფრო დაცულად, ვიდრე დაცულია რეგიონის ნებისმიერი სხვა ქვეყანა.

ახლა ამ სისტემაში არის პრობლემები, პრაქტიკულად ბევრი საავადმყოფო ჩვენს მიერ დატოვებული არის დარჩენილი რესურსებისა და მათი პერსონალი არის დარჩენილი ხელფასების გარეშე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სასწრაფოდ გასტუმრებული იქნას მათი დავალიანება... მოძებნილი იქნას ახალი ლოკაციები დაავადებასთან საბრძოლველად და სასწრაფოდ მოხდეს დატრეინინგება სამედიცინო პერსონალის. მე მინდა მადლობა ვუთხრა თითოეულ მათგანს, ჩვენ ექიმებს, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ებრძვის ამ დაავადებას.

ჩვენ გვყავს საკმაოდ კარგი სპეციალისტები და მნიშვნელოვანია, რომ მათ რჩევას დავუგდოთ ყური და არ ავყვეთ პანიკას.

ახლა ერთმანეთის მიმართ კრიჭაში ჩადგომის დრო არ არის... საზოგადოება უნდა დაუდგეს სამედიცინო სისტემას და მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა გადაჭრას მისი პრობლემები“,-აცხადებს სააკაშვილი.

 


close დახურვა