logo
ENG



სააკაშვილი: ენმ უფრო გაძლიერებული და წელში გამართული გამოვა ამ პროცესებიდან

05 დეკ 202316:10
3 წუთის საკითხავი
 
სააკაშვილი: ენმ უფრო გაძლიერებული და წელში გამართული გამოვა ამ პროცესებიდან

ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება და აცხადებს, რომ პარტია ამ პროცესებიდან "უფრო გაძლიერებული და წელში გამართული გამოვა". ამის შესახებ სააკაშვილის სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი.

"ალბათ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ეს გზა უნდა გაევლო და დარწმუნებული ვარ, რომ უფრო გაძლიერებული და წელში გამართული გამოვა ამ პროცესებიდან.

მეც ბოლომდე ვარ ამ ბრძოლაში რუს ოლიგარქთან და რუსეთთან (ლავროვმა ამას წინათ, ევროპაში გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი მომიძღვნა), ამიტომ მე ვიბრძვი საქართველოსთვის რუსებთან და მათ დამქაშებთან და არ მაინტერესებს შიდა ინტრიგები.

ყოველთვის გახსნილი ვარ სხვადასხვა ადამიანებისთვის და ჯგუფებისთვის კიდევ უფრო ძლიერი გაერთიანების შესაქმნელად, ან ახლავე გამარჯვების კოალიციის პლატფორმაზე, ან ცოტა უფრო გვიან, როცა ყველა მიხვდება, რომ ერთიანობას ალტერნატივა არა აქვს", - წერს სააკაშვილი.

დღეს ზუგდიდის საკრებულოს 14-მა წევრმა ნაციონალური მოძრაობა დატოვა - მათ შორისაა ფრაქციის თავმჯდომარე, აპარატის სამი თანამშრომელი და საკრებულოს რამდენიმე დეპუტატი. გუშინ ნაციონალური მოძრაობა ბათუმის საკრებულოს წევრებმაც დატოვეს. ეს გადაწყვეტილება საკრებულოს 13-დან 7-მა წევრმა მიიღო.


close დახურვა