მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ვივა მედის ექიმების პრესკონფერენციაზე სიმართლე მხოლოდ ის იყო, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სწრაფად უარესდება და "რომ პრაქტიკულად კლინიკა ვერაფერს აკეთებს. დანარჩენი ყველაფერი იყო ტყუილი."
"კლინიკა ვივა-მედის ექიმების პრესკონფერენციაში სიმართლე მარტო ის იყო, რომ ჩემი სიტუაცია მძიმეა და სწრაფად უარესდება და, რომ პრაქტიკულად კლინიკა ვერაფერს აკეთებს. დანარჩენი ყველაფერი იყო ტყუილი.
ამ კლინიკაში უარი თქვეს ჩემი მთავარი დაავადებების მკურნალობაზე. კერძოდ, მძიმე მეტალებით მოწამვლის, ანორექსიის და კახექსიის მკურნალობაზე.
არავის ისე არ სურს სიცოცხლე, როგორც მე!
მინდა მოვესწრო უკრაინის გამარჯვებას, რაც ხელის გაწვდენაზეა და ყველა პუტინისტის აღსასრულს.
მინდა მივმართო ოლიგარქის გოშიას 1 მილიონი კი არა 1 თეთრი არ წამიღია საქართველოდან და სადმე ამდენი ფული რომ მქონდეს, ბოლო მიწის ნაკვეთს არ გავყიდიდით ადვოკატების ხარჯებისთვის დასაფარად.
სიმართლე არის ერთი, ყველაფერი ეს ჯდება მარია ზახაროვას განცხადების კონტექსტში.
ჩვენ ვიმყოფებით ჩემი მკვლელობის სპეცოპერაციის დამასრულებელ ეტაპზე და ამაში მონაწილეობენ "პარლამენტარები", "ჟუნალისტები" ახლა უკვე კლინიკა. მოვუწოდებ საქართველოს და მსოფლიოს,
არ მისცენ ამ დანაშაულებრივ კორპორაციას თავისი ბოროტი ზრახვების აღსრულების უფლება."- განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა.
* * *
პრესკონფერენციაზე ექიმმა, თამარ დავარაშვილმა თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმებისკენ მიდის. ყოფილი პრეზიდენტის მკურნალი ექიმი აღნიშნავს, რომ პაციენტს ზოგადი სისუსტე აწუხებს და არაბალანსირებულად იკვებება. გარდა ამისა, ის აგრძელებს წონაში კლებას.
მისივე თქმით, სააკაშვილის ჰემოდინამიკური, რესპირატორული მაჩვენებლები სტაბილური რჩება.
ექიმებმა პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ სააკაშვილი კვების კალორაჟი არის მესამედი იმისა, რაც მისთვის არის შეთავაზებული. მათივე თქმით, პაციენტმა უარი თქვა ცილოვანი დანამატების მიღებაზეც.