logo
ENG



სააკაშვილი: ზუსტი ინფორმაცია მაქვს, ყველაფერი რაც ხდება ივანიშვილის მიერაა ჩაფიქრებული

01 ნოე 201915:30
3 წუთის საკითხავი
 
vxq6c4wsm0fqawa.jpg

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში საპატრიარქოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს სურს ყველა ინსტიტუტის უზურპაცია.

„ზუსტი ინფორმაცია მაქვს, რომ ყველაფერი რაც ხდება, არის პირადად ივანიშვილის მიერ ჩაფიქრებული, მომზადებული, ორკესტრირებული კამპანია პატრიარქის ავტორიტეტის განადგურებისა და მისი გადაყენების. ეკლესიაში, რა თქმა უნდა, ბევრი პრობლემა არსებობს, მაგრამ ივანიშვილს პრობლემების გამძაფრება და არა მოგვარება სურს, რათა ბოლომდე მოახდინოს ყველა ინსტიტუტის უზურპაცია. განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც შარშან ეკლესიამ პრინციპული პოზიცია დაიჭირა საქართველოს ნარკოპლანტაციად არ გადაქცევის საკითხში და საპრეზიდენტო არჩევნების წინ ივანიშვილმა ის კიდევ მეტად ჩათვალა თავისთვის საფრთხედ, რომელიც ნებისმიერ მომენტში შეიძლება შეუტრიალდეს. ახლა სვავს სურს ორი კურდღლის დაჭერა. ერთის მხრივ, პატრიარქის მოშორება და მეორეს მხრივ, ამ ყველაფრის ნაციონალებისთვის შეტენვა," - წერს ივანიშვილი.

შეგახსენებთ, რომ წმინდა სინოდის სხდომაზე პატრიარქის ბრძანებით, მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენეს.  

 


close დახურვა