logo
ENG



სააკაშვილი: თითოეული ადამიანი მნიშვნელოვანია, მივიდეთ არჩევნებზე

31 ოქტ 202017:20
3 წუთის საკითხავი
 
2hzbovf1jg6gm5w.jpg

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა და ხალხს კიდევ მიმართა და მათ არჩევნებში წასვლა სთხოვა. სააკაშვილმა ოპოზიციურ პარტიებსაც მიმართა და ხმების დასაცავად ძალების გაერთიანებისკენ მოუწოდა.

სააკაშვილის თქმით, ოპოზიციურ პარტიებს არაფერი აქვთ გასაყოფი და ყველა პოლიტიკური ძალა შეძლებს თავისი ძალის რეალიზებას.

"ახლა ისინი (ქართული ოცნება) ცდილობენ, ხალხი შეაშინონ, რათა არჩევნებზე არ მოვიდეს. ვინც არ მისულა არჩევნებზე მინდა ვთხოვო, არჩევნები ტარდება 4 წელიწადში ერთხელ, აქ წყდება ჩვენი შვილებისა და ჩვენი სამშობლოს ბედი. არაფერი საშიში არაა, რადგან ამათ ძალა აღარ აქვთ. მინდა მოვუწოდო ყველა ოპოზიციურ პარტიას, გავაერთიანოთ ძალები ჩვენი გამარჯვების დასაცავად უკვე საარჩევნო ხმების დათვლის დროს. ჩვენ არაფერი გასაყოფი არ გვაქვს. გარწმუნებთ, ყველა პარტია შეძლებს თავისი ძალის რეალიზებას. არანაირი დაპირისპირება არ არსებობს. განწყობილნი ვართ კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის", - აცხადებს სააკაშვილი. 

სააკაშვილის თქმით, ახლა საშიში არა კორონავირუსი, არამედ სახლში დარჩენაა.

საქართველოში დღეს საპარლამენტო არჩევნებია. მოსახლეობამ 150 დეპუტატი უნდა აირჩიოს - 120 პროპორციული სისტემით, ხოლო 30 - მაჟორიტარულით.


close დახურვა