logo
ENG



სააკაშვილი: თუ პომპეო ჩამოდის, იმ დღესაც უნდა იყოს ხალხის მასობრივი მობილიზაცია

10 ნოე 202023:35
3 წუთის საკითხავი
 
სააკაშვილი: თუ პომპეო ჩამოდის, იმ დღესაც უნდა იყოს ხალხის მასობრივი მობილიზაცია

ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტს დროსაც უნდა იყოს "ხალხის მასობრივი მობილიზაცია". მთავარი არხის ეთერში წამყვანის კითხვაზე, რას შეიძლება უკავშირდებოდეს მაიკ პომპეოს ვიზიტი, მისი ადმინისტრაციაში ყოფნის ბოლო თვეებში, სააკაშვილი პასუხობს:

"ერთი რამ ვიცი, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბებულია, ამ გაყალბებულ არჩევნებს ქართველმა ხალხმა მასობრივი მობილიზაციით უნდა უპასუხოს. მათ შორის, თუ [მაიკ] პომპეო ჩამოდის, იმ დღესაც უნდა იყოს მასობრივი მობილიზაცია ხალხის. მე ასე გავაკეთებდი, რათა მსოფლიომ დაინახოს რომ ქართველი ერი დასაჩაგრი ერი არ არის. ვერ დაგვჩაგრავენ".

დღეს, 10 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ 17 ნოემბერს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო საქართველოში ჩამოვა. მისი ვიზიტი ორდღიანი იქნება. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მდივანი  შეხვედრებს გამართავს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან. 

უწყების განცხადებით, მაიკ პომპეო თბილისში, ასევე, შეხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს.


close დახურვა