logo
ENG



სააკაშვილი: ლორთქიფანიძისთვის ბრალის წაყენება პირდაპირ რუსულ დაკვეთად მიმაჩნია

10 დეკ 202117:22
3 წუთის საკითხავი
 
სააკაშვილი: ლორთქიფანიძისთვის ბრალის წაყენება პირდაპირ რუსულ დაკვეთად მიმაჩნია

მიხეილ სააკაშვილი, მისი საზღვრის კვეთის საქმეში თანამონაწილეობის ბრალდებით, პროკურატურის მხრიდან შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლორთქიფანიძის სამართლებრივად დევნის ფაქტს რუსეთის დაკვეთად აფასებს. 

სააკაშვილის თქმით, ლორთქიფანიძე უკრაინაში ოდესის ოლქის პოლიციის უფროსი და უკრაინის უშიშროების სამსახურის გენერალიც იყო. ის ამბობს, რომ  ლორთქიფანიძე იყო პირველი ამ თანამდებობაზე, ვინც ქრთამს არ იღებდა. 

ყოფილი პრეზიდენტის ინფორმაციით, ლორთქიფანიძეს რუსეთის დაზვერვის წინააღმდეგ არაერთი წარმატებული ოპერაცია ჩაუტარებია და ამის გამო რუსეთის სპეცსამსახურების ერთ-ერთ სამიზნედ მიიჩნევა. 

პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ გიორგი ლორთქიფანიძისთვის ბრალის წაყენება რუსეთის დაკვეთაა.

***

ცნობისთვის, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლორთქიფანიძეს მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. პროკურატურა ლორთქიფანიძეს სააკაშვილისთვის საზღვრის კვეთაში დახმარებას ედავება.

უწყებაში ამბობენ, რომ გიორგი ლორთქიფანიძისთვის ცნობილი იყო, რომ სააკაშვილი საზღვრის გადაკვეთას აპირებდა და დაგეგმა როდის, რა საშუალებით და რა მარშრუტით უნდა ჩამოსულიყო სააკაშვილი.

გიორგი ლორთქიფანიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,344-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინება. პროკურატურის ინფორმაციითვე, ლორთქიფანიძე 26 მაისის საქმეზე ბრალდებულია და სასამართლოში არსებითი განხილვა მიმდინარეობს.

მიხეილ სააკაშვილი საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალი დაკავებიდან 20 დღის შემდეგ წარუდგინეს. აღნიშნულ საქმეზე სააკაშვილის დახმარებისთვის დაკავებულნი არიან ელგუჯა ცომაია, მამა-შვილი წოწორიები და გიორგი ნარიმანიძე. 


close დახურვა