logo
ENG



სააკაშვილი: მითხრეს, რომ ოჯახის წევრებთან პაემნები კვირაში ერთხელ აღარ, თვეში ერთხელ იქნება

14 თებ 202213:35
3 წუთის საკითხავი
 

ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ციხიდან ავრცელებს ინფორმაციას, რომ ოჯახის წევრებთან პაემნები შეეზღუდა და არა კვირაში ერთხელ, არამედ, თვეში ერთხელ ექნება. 

"ხომ დავწერე, რომ პარასკევს დილით, უკრაინის პროკურატურის მიერ ჩემს დაზარალებულად ცნობის შემდეგ, ივანიშვილი კიდევ დაამძიმებდა ჩემს მდგომარეობას და აჰა, კვირას შემოვიდა შეწუხებული რეჟიმის მუშაკი და გამომიცხადა, რომ ოჯახის წევრებთან პაემნები,  რომლებიც შუშის მიღმა, ტელეფონით 1-საათიანი ურთიერთობით იყო განსაზღვრული, კვირაში ერთხელ აღარ და თვეში ერთხელ იქნება. რა პატარა არარაობებთან გვაქვს საქმე.

მე ასეთები არამხოლოდ არ შემხვედრია, არასდროს არც კი გამიგია ასეთი ბოროტების არსებობა. დარწმუნებული ვარ, ესეც დაემატება უკრაინის პროკურატურის ან უახლოეს ხანში გათავისუფლებულ საქართველოში აღძრულ საქმეებს", - წერს ის. 

რამდენიმე დღის წინ უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილი დაზარალებულად ცნო. 

მისი ადვოკატის, ნიკა გვარამიას თქმით, გამოძიება უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს.


close დახურვა