logo
ENG



სააკაშვილი: მინდა მოვუწოდო ყველას, მხარი დაუჭიროს ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურას რუსთავში

16 თებ 202220:28
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/16/tlpx7c0ng4kjanp.jpg

მიხეილ სააკაშვილი მოქალაქეებს მოუწოდებს, რუსთავში, შუალედურ საპარლამენტო არჩევნებზე მხარი ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურას დაუჭირონ. 

მას შემდეგ, რაც პარლამენტმა ბადრი ჯაფარიძეს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყვიტა, ლელოს ლიდერმა გადაწყვიტა, კენჭი რუსთავში, რიგგარეშე არჩევნებში იყაროს. 

"ბადრი ჯაფარიძეს დაჩქარებულად მოუხსნეს დეპუტატის სტატუსი, ვინაიდან ის იყო ის 50-ე და გადამწყვეტი ხმა, რომელიც საჭირო იყო ჩემი წამების კომისიის შესაქმნელად.

ამიტომ, მე მის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს. მაგრამ ჩემს სუბიექტურ დამოკიდებულებაზე ბევრად მაღლა დგას ყველა ნამდვილი ოპოზიციური ჯგუფის ერთიანობის იდეა. არსად არავის მსოფლიოში არ დაუმარცხებია მაფიოზური რეჟიმები ყველას ერთიანობის გარეშე.

ამიტომ, მინდა მოვუწოდო ყველას, მხარი დაუჭიროს ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურას რუსთავში.

ოღონდ ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ბათუმშიც და რუსთავშიც გამარჯვება ვერ მიიღწევა, თუ მანამდე ქვეყანაში არ იქნება დიდი ტალღა სიღატაკის, ძარცვის, უსამართლობის, დაცინვის წინააღმდეგ და ეს ტალღა იქნება აუცილებლად უმოკლეს ხანში". - აცხადებს ექსპრეზიდენტი. 


close დახურვა