logo
ENG



სააკაშვილი: რეჟიმის ლპობის ბოლო სტადიაა, ხალხი გაითავისუფლებს თავს, გაათავისუფლებს ნიკასაც

16 მაი 202217:18
3 წუთის საკითხავი
 
სააკაშვილი: რეჟიმის ლპობის ბოლო სტადიაა, ხალხი გაითავისუფლებს თავს, გაათავისუფლებს ნიკასაც

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნიკა გვარამიას დაპატიმრებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ დღევანდელი განაჩენი " სინამდვილეში საქართველოში ხელისუფლების მიმტაცებლების მიერ საკუთარი თავისთვის გამოტანილი განაჩენია".

სააკაშვილის თქმითვე, ახლა მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ განსხვავებები გვერდით გადადოს და გაერთიანდეს.

"ნიკა გვარამია თავისუფლებისთვის ბრძოლის, შეუპოვრობის, მოუსყიდლობისა და გამბედაობის სიმბოლოა. მისი "განაჩენი" სინამდვილეში საქართველოში ხელისუფლების მიმტაცებლების მიერ საკუთარი თავისთვის გამოტანილი განაჩენია. ეს რეჟიმის ლპობის ბოლო სტადიაა. ქართველი ხალხი აუცილებლად გაითავისუფლებს თავს და გაათავისუფლებს ნიკასაც. საქართველო იქნება თავისუფალი და წარმატებული ევროპული ქვეყანა. ახლა, როგორც არასდროს, ყველა უნდა გაერთიანდეს და ჩვენი წვრილმანი განსხვავება გავწიოთ გვერდით. გამარჯვების ერთადერთი რეცეპტი არის ერთობა. ახლა ცხვირის ჩამოშვების დრო კი არა, ბრძოლის დროა"- წერს სააკაშვილი.

სასამართლომ ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა

პროკურატურა მთავარი არხის დამფუძნებელს ნიკა გვარამიას ჯერ კიდევ რუსთავი 2-ის დირექტორობის დროს, ტელეკომპანიის კუთვნილი ქონების დიდი ოდენობით გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებას, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებოდა.


close დახურვა