logo
ENG



სააკაშვილი: საქართველოში ემიგრანტების დაბრუნებას მთავრობა ყველანაირად ბლოკავს

04 აპრ 202015:05
3 წუთის საკითხავი
clock 606
ewrvkzyosrtm0hm.png

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მთავრობას პასუხობს. მისი განცხადებით, იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთიდან ჩამოყვანა მოხერხდეს, მთავრობის მიერ მხოლოდ 2 წერილის დაწერა არის საჭირო, თუმცა ისინი ამას არ აკეთებენ და რეისების განხორციელებას ყველანაირად ბლოკავენ.

„მინდა ვუპასუხო საქართველოს მთავრობას და მის პატრონს ივანიშვილს. დღეს გახარიამ თქვა, რომ ჩვენ თურმე ჭორაობით ვართ დაკავებული და ნამდვილად ვერ მოგვყავს ხალხი.

ჩვენ გვაქვს კონკრეტული წინადადება და კონკრეტული შეთანხმება ჯერ 1000 და შემდეგ კიდევ 4000 ადამიანის ჩამოფრენაზე. პრაქტიკულად, ყველა, ვისაც განსაკუთრებული გაჭირვება აქვს, უფასოდ მოგვყავს საქართველოში. საერთაშორისო წესებით ჩვენ გვინდა ორი რამ: ერთი - რომ საქართველოს საელჩოებმა ოთხი წინადადება დაწერონ და მიმართონ ნოტით, რომ გახსნან აეროპორტი, მაგალითად, ვარშავის, რათა ჩვენი ხალხი გამოვიყვანოთ და მეორე - თბილისის აეროპორტი გახსნან, რათა თვითმფრინავი დაჯდეს. ორივე გადაწყვეტილება არის საქართველოს მთავრობის მიერ მისაღები. 

მათგან მხოლოდ 2 წერილის დაწერას ვითხოვთ. ამაზე საპასუხოდ მათ თქვეს, რომ, კი ბატონო, ჩამოვიყვანოთო და მერე ამას ყველანაირად ბლოკავენ. ეს ჩვეულებრივი ტყუილებია“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


close დახურვა