logo
ENG



სააკაშვილი: საქართველოში მინიმუმ 2 დამოუკიდებელი ინსტიტუტია - ომბუდსმენის და ინსპექტორის

07 დეკ 202115:39
3 წუთის საკითხავი
 
სააკაშვილი: საქართველოში მინიმუმ 2 დამოუკიდებელი ინსტიტუტია - ომბუდსმენის და ინსპექტორის

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მხრიდან მისი უფლებების დარღვევის გამო იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციურ სამსახურზე პასუხისმგებლობის დაკისრების ფაქტს მიესალმება.

სააკაშვილის თქმით, საქართველოში სახალხო დამცველის შემდეგ სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი მეორე, ცხადად დამოუკიდებელი ინსტიტუტია.

ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ სახელმწიფო ორგანოებში მომუშავე სხვა "წესიერი და პატრიოტი" მოქალაქეებისგანაც ელის მისდამი მოპყრობის შესახებ სამართლიანი პოზიციის დაფიქსირებას.

 

ცნობისთვის, დღეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილის ვიდეოების გავრცელების შესწავლა დაასრულა და მათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრა, რაც, ჯამში, 2 500-ლარიან ჯარიმას გულისხმობს.

ინსპექტორის აპარატმა პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ვიდეოები, სადაც ჩანს, რომ სააკაშვილი საკვებ დანამატს იღებს, ყოფილი პრეზიდენტის ღირსების შელახვად მიიჩნია.

ასევე, კანონდარღვევად მიიჩნია რეანომობილში განვითარებული მოვლენებისა და N18 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის კადრების გავრცელება და იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციურ სამსახურს facebook-სა და ოფიციალურ ვებგვერდებზე ყველა ზემოთ აღნიშნული ვიდეოს წაშლა დაავალა.


close დახურვა