logo
ENG



სააკაშვილი: ქართული ოცნება ოპოზიციაში გადავა და ჩვენ მათთან ვითანამშრომლებთ

25 ოქტ 202016:22
3 წუთის საკითხავი
 
სააკაშვილი: ქართული ოცნება ოპოზიციაში გადავა და ჩვენ მათთან ვითანამშრომლებთ

ნაციონალური მოძრაობისა და ძალა ერთობაშიას პრემიერმინისტრობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ არჩევნების შემდეგ ქართული ოცნება ოპოზიციაში გადავა და ისინი მათთან ითანამშრომლებენ.

როგორც სააკაშვილმა TV პირველის ეთერში განაცხადა, საქართველოში ერთმანეთზე ნადირობის დრო უნდა დასრულდეს. 

"არანაირი სიმპათია ბიძინა ივანიშვილის მიმართ არ მაქვს, მიმაჩნია, რომ საქართველოს მტერია, მაგრამ მიყვარს ჩემი ხალხი, მიყვარს ჩემი ქვეყანა. საქართველოს არ აქვს უფლება, მუდმივად წარსულზე ინადიროს, საქართველომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა მონახოს გაერთიანების და წინ წასვლის ძალა, მიუხედავად პოლიტიკური განსხვავებებისა.

მათი პოლიტიკური ძალა გადავა ოპოზიციაში, იქნება ცივილიზებული ოპოზიცია, ჩვენ მათთან ვითანამშრომლებთ ყველა საკითხში, მიუხედავად იმისა, რომ ისინი დღეს რაღაცებს გვეძახიან და უბრალოდ ნადირობენ ბევრ ჩვენგანზე. ეს ჩაბარდება წარსულს, ჩვენ გულში წყენას არ ჩავიდებთ, გვინდა მათთან თანამშრომლობა, როგორც საპარლამენტო ოპოზიციასთან", - თქვა სააკაშვილმა.

საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.


close დახურვა