საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ხვალ გააკეთებს მიმართვას, როგორ აპირებს საქართველოში დაბრუნებას.
"ხვალ გავაკეთებ მიმართვას ჩემი დაბრუნების გეგმასთან დაკავშირებით", - დაწერა სააკაშვილმა Facebook-ის პირად გვერდზე.
რამდენიმე დღის წინ საააკაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ის მოსახლეობას ბოდიშს უხდის და ამბობს, რომ ქვეყანაში ბრუნდება. ამასთან დაკავშირებით მმართველი გუნდში ამბობენ, რომ როგორც კი სააკაშვილი საზღვარს გადმოკვეთს, დააკავებენ.