logo
ENG



სააკაშვილი არჩევნებზე: წინააღმდეგი ვარ გადადების, გადადება კი არა, გადმოდებაა საჭირო

25 აგვ 202118:39
3 წუთის საკითხავი
 

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ თვითმმართველობის არჩევნების გადადების "კატეგრიულად წინააღმდეგია".

როგორც ის facebook-ზე წერს, ეს საკითხი არც უნდა განიხილებოდეს.

"საერთოდ, არც უნდა განვიხილოთ 2 ოქტომბრის რეფერენდუმის სადმე გადადება! გადადება კი არა, დაჩქარებაა საჭირო და პირიქით, აქეთ გადმოდება - ჩვენ გვჭირდება ახლა მობილიზაცია, მოქმედება და გამარჯვება ჩვენი იქნება ყველა შემთხვევაში, ოღონდ რა თქმა უნდა, მთელი ძალების მობილიზაციის პირობებში.

მე ამ პროცესში ვარ ჩართული ბოლომდე და მე, მიხეილ სააკაშვილი კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ ყველანაირი გადადების, ამ რეფერენდუმის", - წერს სააკაშვილი.

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაში მართებულია, დაიწყოს მსჯელობა არჩევნების გადადებაზე. ომბუდსმენს ეთანხმება ოპოზიციის ნაწილიც. 

ქართულ ოცნებაში არჩევნების გადადების იდეას არ იზიარებენ და აცხადებენ, რომ ამაზე საუბარი ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია, რადგან იციან, რომ ოპოზიცია წააგებს. 

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერსაა დანიშნული.


close დახურვა