logo
ENG



სააკაშვილი ბათუმზე: ჩვენი და მათ შორის ჩემი საამაყო ქალაქი ყაჩაღების ბანდის ხელშია

26 ნოე 202117:00
3 წუთის საკითხავი
clock 1234
სააკაშვილი ბათუმზე: ჩვენი და მათ შორის ჩემი საამაყო ქალაქი ყაჩაღების ბანდის ხელშია

მიხიელ სააკაშვილი ფეისბუქზე ბათუმსა და ზუგდიდში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და წერს რომ ქალაქი ბათუმი ყაჩაღების ბანდის ხელშია, ასევე საქართველოს მესამე პრეზიდენტი წერს, რომ ბათუმის მერი გიორგი კირთაძეა, ზუგდიდის - ანზორ მელია და ეს მდგომარეობა მალე აღდგება.

"ვუყურებ ახლა ბათუმში მუსიკალური სკოლისთვის ჩემი და ლევანის აშენებულ შენობას, სადაც ოცნებამ უმაღლესი საბჭო შეასახლა. ბათუმის მერია - გიორგი კირთაძე, ახლა ჩვენი და მათ შორის ჩემი, საამაყო ქალაქი ყაჩაღების ბანდის ხელშია.

ზუგდიდის მერია ანზორ მელია და ეს მდგომარეობა სულ მალე აღდგება. ახლა მთავარია გავზარდოთ მასობრიობა, ბეტონის კედლად დავუდგეთ წინ მოძალადეებს - გაუჩერებელი აქტიურობა და ამათ აუცილებლად ჩამოვანგრევთ!

თავისუფლების იდეას ესენი ვერ ჩაკლავენ!" - წერს მიხეილ სააკაშვილი

ბათუმისა და ზუგდიდი საკრებულოებმა პროტესტის ფონზე 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს. მთავარი ფინანსური დოკუმენტი ძველმა საკრებულოებმა დაამტკიცეს. 

ახალი ბიუჯეტებით ხელფასები გაეზარდათ მერებსა და მათ მოადგილეებს. 

ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულოებში ოპოზიციონერი დეპუტატები ძველი საკრებულოს მიერ ბიუჯეტის დამტკიცებას აპროტესტებენ. ისინი აცხადებენ, რომ ახალ საკრებულოს მიზანმიმართულად არ იწვევენ, რათა ფინანსურ დოკუმენტი თავისი სურვილისამებრ დაამტკიცონ. 

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ძველი საკრებულოს მიერ მომდევნო წლის ბიუჯეტის დამტკიცება არალეგიტიმურია. ორივე ქალაქის საკრებულოებთან დილიდან მობილიზებულია პოლიცია.

ენმ-ს წევრი, ანი წითლიძე ამბობს, რომ ზუგდიშიში პოლიციასთან ჭიდაობისას თითი მოიტეხა. 

ბათუმის საკრებულოში სხდომის ჩასაშლელად ენმ-ს წევრმა, მირდატ ქამადაძემ დარბაზში მძაფრსუნიანი ნივთიერება დაასხა. სხდომა დროებით შეწყდა. 


close დახურვა