logo
ENG



სააკაშვილი იოსელიანს მიმართავს, ომბუდსმენის კონსილიუმმა მოინახულოს

28 მარ 202313:21
3 წუთის საკითხავი
 
სააკაშვილი იოსელიანს მიმართავს, ომბუდსმენის კონსილიუმმა მოინახულოს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს მიმართავს და სთხოვს, ომბუდსმენის კონსილიუმმა მოინახულოს.

სააკაშვილის თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

"ბოლო დღეებში ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ გაუარესდა. როდესაც შევხვდი სახალხო დამცველს ლევან იოსელიანს შევთანხმდით, რომ მის ოფისთან არსებული უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტებით დაკომპლექტებული კონსილიუმი გააგრძელებდა მუშაობას. უკვე რამდენიმე დღეა ვითხოვ კონსილიუმის შემოსვლას, რამდენადაც ვიცი ისინი მზად არიან.

ვთხოვ სახალხო დამცველს ხელი შეუწყოს ამ პროცესს, მით უფრო, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირის ექიმებს მთავრობა ჯიუტად არ უშვებს ქვეყანაში, ეს კონსილიუმი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია"- ამბობს სააკაშვილი.

დღეს, 28 მარტს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ მცდარი უწოდა ინფორმაციას იმის შესახებ რომ, სააკაშვილის მოსანახულებლად კონსილიუმი მის გადაწყვეტილებას ელოდება.


close დახურვა