logo
ENG



სააკაშვილი მთავრობას: ბიჭო, რა საპირველაპრილო ხუმრობა მოუწყვეთ ხალხს პოლონეთში

01 აპრ 202019:56
3 წუთის საკითხავი
 
qq4df2d5acf2usc.png

საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს და მთვრობას ემიგრანტების ჩამოყვანაში კიდევ ერთხელ სთავაზობს დახმარებას.

სააკაშვილის თქმით, იგი მზად არის ევროპიდან 5 000 ადამიანი ჩამოიყვანოს საქართველოში.

„მინდა მივმართო საქართველოს მთავრობას - ბიჭო, რა საპირველაპრილო ხუმრობა და ტყუილი მოუწყეთ ჩვენს ხალხს. საელჩომ გამოუცხადა, რომ ბილეთები გაიყიდებოდა იაფად, მივიდნენ აეროპორტში და აღმოჩნდა, რომ მარტო 25 ბილეთი გაიყიდა და დანარჩენი ნაცნობობით გადანაწილდა თქვენს ახლობლებზე, ნათესავებსა და მეგობრებზე. რას დასცინით ხალხს?!

გუშინ, 31-ში, ვარშავიდან დანიშნული იყო პირველი რეისი უკრაინული "სკაიაპის", რომლესაც 190-მდე ჩვენი თანამემამულე უნდა წამოეყვანა - უფასოდ. მზად ვარ ევროპიდან ჩამოვიყვანო 5 000 ადამიანი. პირდაპირ მივიყვან სასტუმროებში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. იქ იქნებიან ორი კვირა. ესე არ შეიძლება მოექცეთ საკუთარ ხალხს. არაფერი არ გვინდა თქვენი - გარდა აეროპორტში დაშვების ნებართვა. 

მივმართავ ემიგრანტებს, მოთხოვეთ, მიწერეთ წერილები, მოთხოვეთ სელჩოებს დაუშვან ეს რეისები. უფასოდ მიგვყევხართ საქართველოში, უბრალოდ ივანიშვილი თავისი ხუშტურების გამო ამის უფლებას არ აძლევს გახარიას. მოვხსნათ ეს საკითხი, ყველაფერი გამოგვივა“, - განაცხადა სააკაშვილმა.


close დახურვა