logo
ENG



სააკაშვილი ფონ კრამონს: მოუწოდო ვინმეს, არ დაბრუნდეს თავის ქვეყანაში, სულ მცირე, ამორალურია

29 სექ 202117:45
3 წუთის საკითხავი
 
სააკაშვილი ფონ კრამონს: მოუწოდო ვინმეს, არ დაბრუნდეს თავის ქვეყანაში, სულ მცირე, ამორალურია

"ვფიქრობ, მოუწოდო ვინმეს, არ დაბრუნდეს თავის ქვეყანაში, სულ მცირე, ამორალურია", - ასე ეხმაურა ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ევროპარლამენტარის, ვიოლა ფონ კრამონის განცხადებას.

"სანამ მედიაციის ახალ რაუნდზე დავიწყებთ საუბარს, იქნებ დაასრულოთ პირველი მედიაცია, საიდანაც ივანიშვილი გავიდა. რაც შეეხება ჩემს გადაწყვეტილებას, როგორც არაერთხელ აღვნიშნე, ხმის მიცემის დასრულებამდე არ ვგეგმავ ფიზიკურად გამოჩენას, თუმცა, ვფიქრობ, მოუწოდო ვინმეს, არ დაბრუნდეს თავის ქვეყანაში, სულ მცირე, ამორალურია", - წერს სააკაშვილი ფეისბუქზე.

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ამბობს, რომ პატივს სცემს მიხეილ სააკაშვილის სურვილს, ჩავიდეს თავის ქვეყანაში, თუმცა ახლა ეს საქართველოს ინტერესებს არ ემსახურება.

მისი განცხადებითვე, ევროკავშირს არ აქვს რესურსი და სურვილი, რომ შუამავლად ჩაერთოს პოლიტიკურ კრიზისში, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის შემთხვევაში შეიქმნება.


close დახურვა