საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშილი Facebook გვერდზე გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების ფაქტს გამოეხმაურა.
„გამარჯვება დიდი. გამარჯვების წინ. გილოცავთ“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა. ამის შესახებ განცხადება თავად პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა.