logo
ENG



სააკაშვილის ინტერესების დამცველების წერილი დასავლელ პარტნიორებს

17 იან 202320:07
3 წუთის საკითხავი
 

მოსამართლემ პენიტენციური სამსახურის წარმომდგენლებს დღეს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის დაცვის ვალდებულება შეახსენა. ამის აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც ივანიშვილის დაჯგუფებამ სააკაშვილის მკვლელობის ვერსიაზე ღიად დაიწყო ლაპარაკი. მესამე პრეზიდენტის ადვოკატების წერილები ბრიუსელსა და ვაშინგტონში, პარტნიორებთან და საერთაშორისო მედიასთან გაიგზავნა. დასავლეთს თბილისიდან სააკაშვილის ოჯახის წევრები და ინტერესების დამცველები აფრთხილებენ, რომ ოცნებას შესაძლოა, სააკაშვილის ლიკვიდაცია და დანაშაულის პარტნიორებისთვის დაბრალება ჰქონდეს განზრახული. 


close დახურვა