logo
ENG



სააკაშვილის ოჯახის ორგანიზებით ხვალ მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართება

04 მაი 202215:12
3 წუთის საკითხავი
 

მიხეილ სააკაშვილის ოჯახის ორგანიზებით ხვალ, 5 მაისს, 19:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართება. განცხადება სააკაშვილის ძმამ გიორგი სააკაშვილმა გააკეთა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ქილიკი უნდა შეწყვიტოს. ის მოქალაქეებს მოუწოდებს, აქციას შეუერთდნენ.

სააკაშვილის ოჯახისა და ადვოკატების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა. ისინი მესამე პრეზიდენტის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ.

27 აპრილს ომბუდსმენის მიერ შექმნილმა ექიმთა კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მორიგი დასკვნა მოამზადა. დასკვნის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს აქვს ცილოვანი შიმშილი. როგორც ექიმი აღნიშნავს, სააკაშვილი დღეში რეგულარულად მოხმარებადი კალორიის დაახლოებით 1/4-ს იღებს, ორგანიზმი კი "საკუთარ თავს ინელებს".

ექიმები განმარტავენ, რომ ის ცილები, რომლებიც მას არ მიეწოდება, კუნთების დაშლის საშუალებით იღებს ამ ცილებს, შესაბამისად კუნთოვანი მასა მკვეთრად მცირდება ამ დროს. მათი მოსაზრებით, მის გამომწვევი შესაძლოა იყოს რეზისტენტული პოსტტრავმული სტრესული აშლილობა და დეპრესია, რამაც საბოლოოდ  ანორექსია ანუ მადის დაქვეითება გამოიწვია.


close დახურვა