მიხეილ სააკაშვილის ძმა დავით სააკაშვილი აცხადებს, რომ ხვალ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაიმართება.
ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის ძმამ მთავრობის კანცელარიასთან გამართულ აქციაზე განაცხადა.
დავით სააკაშვილის თქმით, ხვალ ბათუმში, სამეგრელოსა და იმერეთში გაიმართება აქციები, რომელსაც მესამე პრეზიდენტის ოჯახის წევრებიც შეუერთდებიან. სააკაშვილის თქმით აქცია დაგეგმილია თბილისშიც.
მესამე პრეზიდენტის მეორე ძმა, გიორგი სააკაშვილი კი აცხადებს, რომ ისინი რეგიონების მოსახლეობასთან, ოპოზიციურ პარტიებთან და ხელისუფლებასთან დიალოგს აპირებენ, რათა მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე გადაარჩინონ.
დღეს მთავრობის კანცელარიასთანაქციის მოთხოვნა ყოფილი პრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანაა.
სახალხო დამცველთან არსებული სამედიცინო კონსილიუმის 27 აპრილის დასკვნით, მიხეილ სააკაშვილს აქვს ცილოვანი შიმშილი, რაც, სავარაუდოდ, გამოწვეულია რეზისტენტული პოსტტრავმული სტრესული აშლილობითა და დეპრესიით, რამაც საბოლოო შედეგად დააყენა ანორექსია. კონსილიუმის დასკვნით, საჭიროა ჩატარდეს ნეიროფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია.
მიხეილ სააკაშვილის ოჯახი მკურნალობისთვის მის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვს და აქციებს აანონსებს.